კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია გაცნობოთ, როგორ აგროვებს, იყენებს, ინახავს და ამუშავებს  „FIRESTYLE" (ბრენდი: FIRE STYLE • ფაიერ სთაილ ) თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი ვებსაიტის, პროდუქტისა და მომსახურების გამოყენებასთან.


1. ზოგადი პირობები

1.1. ვებსაიტის გამოყენებით ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

1.2. თუ არ ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობებს, გთხოვთ, შეწყვიტოთ ვებსაიტის გამოყენება.

1.3. კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ჩვენს ვებსაიტზე და არ ითვალისწინებს სხვა ბმულებით გარე ვებსაიტებზე გადასვლას.


2. ტერმინთა განმარტება

  • „პერსონალური მონაცემები“ – ინფორმაცია, რომელიც იძლევა კონკრეტული პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას (მაგ: სახელი, ელ. ფოსტა, ტელეფონი).
  • „მონაცემების დამუშავება“ – მონაცემების შეგროვება, შენახვა, გამოყენება, გადაცემა ან წაშლა.
  • „მომხმარებელი“ – პირი, რომელიც იყენებს ვებსაიტს.
  • „Cookies“ – ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე ვებსაიტის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
  • „IP მისამართი“ – მომხმარებლის მოწყობილობის უნიკალური მისამართი ინტერნეტ ქსელში.

3. შეგროვებული მონაცემები

ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ შემდეგი პერსონალური მონაცემები:

  • სახელი, გვარი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელ.ფოსტა
  • საცხოვრებელი მისამართი
  • IP მისამართი, cookie მონაცემები, ბრაუზერის ტიპი და ვერსია, წვდომის დრო, გადახდების ისტორია, მოწყობილობის ტიპი.

4. მონაცემების გამოყენების მიზნები

თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენება შემდეგი მიზნებით:

  • შეკვეთების გაფორმება და მომსახურების მიწოდება
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია
  • რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია
  • ტექნიკური მხარდაჭერა და მომსახურების გაუმჯობესება
  • ანგარიშგება და უსაფრთხოების კონტროლი
  • პირდაპირი მარკეტინგი (თქვენი წინასწარი თანხმობით)
  • სპეციალური შეთავაზებებისა და ფასდაკლებების გაგზავნა
  • სტატისტიკური ანალიზი და სერვისის ოპტიმიზაცია

5. მონაცემების გადაცემა მესამე პირებზე

5.1. მონაცემები გადაეცემა მხოლოდ:

  • კურიერულ და საფოსტო სერვისებს შეკვეთების მიწოდების მიზნით
  • საკანონმდებლო ორგანოებს კანონის შესაბამისად
  • მომსახურების პროვაიდერებს (მაგ. ჰოსტინგი, გადახდების სისტემა), მომსახურების სრულფასოვნად გასაწევად

5.2. არასდროს ვყიდით ან ვაქირავებთ პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებზე მარკეტინგული მიზნებისთვის თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.


6. მონაცემთა შენახვა და დაცვა

6.1. პერსონალური მონაცემები ინახება უსაფრთხო გარემოში და ხელმისაწვდომია მხოლოდ უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის.

6.2. ჩვენ ვიყენებთ ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემების უკანონო წვდომისგან, დაკარგვისგან ან შეცვლებისგან დასაცავად.

6.3. Cookies-ის გამოყენება ხდება მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გამორთოს cookies პარამეტრებიდან.


7. მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს:

  • მოითხოვოს ინფორმაცია მასზე შენახული მონაცემების შესახებ
  • მოითხოვოს მონაცემების გასწორება ან წაშლა
  • უარი განაცხადოს პირდაპირ მარკეტინგზე
  • გააუქმოს თანხმობა ნებისმიერ დროს

8. პასუხისმგებლობა

8.1. ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს იმ შემთხვევებზე, როდესაც:

  • მომხმარებელი თავად გაასაჯაროვა მონაცემები
  • ინფორმაცია იქნა მოპოვებული მესამე პირისგან დამოუკიდებლად
  • მოხდა სისტემაზე უკანონო წვდომა და ინფორმაციის მოპოვება ტექნიკური შეფერხების შედეგად

9. დავების გადაწყვეტა

ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა მომხმარებელსა და საიტის ადმინისტრაციას შორის, გადაწყდება მოლაპარაკებით, შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში კი — საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში.

კატეგორიები